пятница, 17 октября 2008 г.

მატყუარა პერსონაჟების ბლოგი

1. პროექტის სახელი:ყველაზე მატყუარა პერსონაჟები 2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: იმ ლიტერატურული პერსონაჟების მოძიება, რომელთაც ტყუილის თქმა უწევთ ნაწარმოებში. მათ ხასიათებზე დაკვირვება. 3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა მწერლის (ქართველი, უცხოელი)მიერ შექმნილ მატყუარა ლიტერატურულ პერსონაჟებს;დააკვირდებიან, რა უდევს საფუძვლად მათ ტყუილს,რისი თქმა სურს ამით მწერალს, რას ემსახურება ლიტერატურული ტყუილი,სიცრუე, გამონაგონი. თავადაც მოიფიქრებენ მცირე ესეებს ან ნოველებს, სადაც თხრობა იქნება აგებული პერსონაჟის ტყუილზე.მოამზადებენ ყველაზე მატყუარა პერსონაჟთა რეიტინგს. მოაწყობენ ლიტერატურულ სასამართლოს, გამართავენ დისკუსიას, დებატებს თემაზე:რა შემთხვევაშია გამართლებული ტყუილი? ჩაწერენ ინტერვიუს სხვადასხვა პერსონაჟთან(ვირტუალური მიკროფონით).დახატავენ პერსონაჟთა კარიკატურებს, კომიქსებს და მოაწყობენ გამოფენას.რუსული და ინგლისური ენის პედაგოგებითან თანამშრომლობით მოიძიებენ არაქართულენოვან მატყუარა პერსონაჟებს.დადგამენ სცენებს მატყუარა პერსონაჟების მონაწილეობით. 4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:ასაკი-6-16 წელი, კლასები- I-XI 5. ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე 6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია, დებატები, ლიტერატურული სასამართლო. მხიარული შეჯიბრი, ჯგუფური მუშაობა, დავალებები წყვილებში,როლური თამაშები, რეიტინგის მომზადება. 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მომზადდება პროექტის ბლოგი, მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მომზადდება საგაზეთო სტატია. 8. სარგებელი სხვებისთვის: ბლოგის გაცნობის მერე ყველა შეძლებს იმსჯელოს, როდის, რატომ და რა ვითარებაში უწევს ამა თუ იმ პერსონაჟს ტყუილის თქმა,დააჯგუფებენ მსგავს პერსონაჟებს, განავითარებენ საკუთარ ფანტაზიას და შემოქმედებით უნარს,იმსჯელებენ, დასაშვებია თუ არა ყოველდღიურ ცხოვრებაში ტყუილის თქმა, გაეცნობიან მოსწავლეთა მიერ მომზადებულ რეიტინგს. 9. სამუშაო ენა :ქართული 10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი უცხო ენებთან, ხელოვნებასა და ისტორიასთან.ეროვნული სასწავლო გეგმა(ქართული):მოსწავლემ უნდა შეძლოს:ა)ჯგუფთან ერთად მოამზადოს და წარმოადგინოს ზეპირი გამოსვლა კონკრეტულ თემაზე;ბ)სხვადასხვა გზით(ბიბლიოთეკა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ინტერნეტი)მოიპოვოს მასალა შერჩეულ საკითხზე; გ)მიიღოს მონაწილეობა ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;დ)გაავლოს პარალელი ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის ჟანრის, თემის მიხედვით;ე)შექმნას მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვითი პორტრეტი; ვ)ჩაატაროს მარტივი სახის გამოკითხვა კონკრეტულ თემაზე, ინტერვიუსთვის მოამზადოს კითხვარი; 11. მონაწილეები სხვა სკოლიდან- 12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:ქეთი ქათამაძე 13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:qeti75@gmail.com 14. პროექტის ფორუმი: 15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:qeti-matyuarapersonajebi.blogspot.com

5 комментариев:

ლალი როინიშვილი 180-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი комментирует...

ძალიან საინტერესო და ორიგინალური პროექტია.სიამოვნებით გავეცნობოდი თქვენს მიერ მომზადებულ მასალებს.

maia комментирует...

ნინო!მართალია ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი,მაგრამ მინდა გულახდილად გითხრა, რომ შენი პროექტი სხვებთან შედარებით, უფრო სახალისო და საინტერესო მგონია.პრეზენტატორიც საუკეტესო ბრძანდები.იმედია,წარმატევით გაართმევ თავს ბლოგებსა და გეარნის პროექტებს.
პატივისცემითა და სიყვარულით მაია ჟიჟილა

irma комментирует...
Этот комментарий был удален автором.
irma комментирует...

ძალიან საინტერესო იქნება თქვენს პროექტზე მუშაობა.

eliso комментирует...

ძალიან საინტერესო ჩანს თქვენი პროექტი. საკმაოდ დიდი და საინტერესო სამუშაოს ჩატარება მოუწევთ ბავშვებს და, რაც მთავარია, წიგნებთან იმუშავებენ. ელისო ლობჟანიძე 83-ე საჯარო სკოლა.